Accessibility links

logo-print

ევროპისა და აზიის სააქციო ბირჟები


ევროპისა და აზიის სააქციო ბირჟები დღეს მკვეთრად დაეცა მაშინ,

ევროპისა და აზიის სააქციო ბირჟები დღეს მკვეთრად დაეცა მაშინ,
როცა იზრდება მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაფართოების შიში. ლონდონის წამყვან ბირჟაზე კურსები 6,2 პროცენტით დაეცა და მიმდინარე წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. კურსების ვარდნა შეინიშნებოდა ფრანკფურტისა და პარიზის საფონდო ბირჟებზეც. რუსეთის წამყვან ბირჟა "ერ-ტე-ეს"-ზე ვაჭრობა შეწყდა მას მერე, რაც კურსები 14 პროცენტზე მეტით დაეცა. მანამდე დაახლოებით იგივე სურათი იყო აზიის ბირჟებზე. ტოკიოს ინდექსი უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. კურსების უკანასკნელი ვარდნა ასახავს ეჭვებს, საკმარისი იქნება თუ არა გლობალური ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მთავრობების მიერ მიღებული ზომები.
XS
SM
MD
LG