Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა


ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 70 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრაში,

ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 70 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრაში,
რომელიც კვირას ღამით მოხდა ქვეყნის სამხრეთში. გარდა ამისა, ყირგიზეთის საგანგებო ვითარებების სამინისტრო აცხადებს, რომ ალაის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო სოფელმა ნურამ, რომელიც ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. იქ სულ ცოტა 120 სახლი დაინგრა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6,6-ბალიან მიწისძრას 5,1 ბალის რყევა მოჰყვა. ხელისუფლების ცნობით, სამაშველო სამუშაოებს აბრკოლებს ის, რომ რეგიონი ძნელად მისადგომია.
XS
SM
MD
LG