Accessibility links

logo-print

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, ფოცხოეწერსა


წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, ფოცხოეწერსა და ჭალეში უკვე ორი დღეა სროლისა და აფეთქების ხმა ისმის.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, ფოცხოეწერსა და ჭალეში უკვე ორი დღეა სროლისა და აფეთქების ხმა ისმის.
რუსი სამხედროების სამიზნეს ძირითადად საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები წარმოადგენდა. თვითმხილველთა თქმით, ოკუპანტები იყენებდნენ ტყვიამფრქვევებსა და ნაღმმტყორცნებს. სავარაუდო მიზეზად მოსახლეობის დაშინებას ასახელებენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
XS
SM
MD
LG