Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კარალეთის უკანონო


რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოს გაუქმების პროცესი დაიწყეს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოს გაუქმების პროცესი დაიწყეს.
ტერიტორიის გაწმენდა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. თუმცა, რუსმა სამხედროებმა პოზიციები გაიმაგრეს ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში განთავსებულ პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკ-საგუშაგო მათ 6 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინათ, დღეს დილით ისევ გაშალეს კარვები და გამართეს საველე სამზარეულო. ოკუპანტებს ასევე დაკავებული აქვთ ქარელისა და ზნაურის რაიონების 17 სოფელი. ოკუპანტები ასევე რჩებიან ახალგორის რაიონში და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, საიდანაც ისინი, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს გავლენ. ცხინვალის რეგიონში მყოფი ე.წ. რუსი მშვიდობისდამცველების სარდალ მარატ კულახმეტოვის განცხადებით, მისი კონტინგენტი შეთანხმებულ ვადაში – 10 ოქტომბრამდე დატოვებს უსაფრთხოების ზონას.
XS
SM
MD
LG