Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს მოუწოდა,

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს მოუწოდა,
შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და თავის შეკავოს პროვოკაციებისგან. ეს განცხადება სარკოზიმ საფრანგეთის ქალაქ ევიანში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კრიზისმა ევროპა-რუსეთის ნდობის საკითხში კიდევ ერთი ბზარი გააჩინა. მისივე თქმით, საქართველოს კრიზისთან მიმართებაში ევროპამ ნათელი ნაბიჯი გადადგა.
სარკოზი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. სარკოზის თქმით, აუცილებელია, მხარეებმა საერთაშორისო სამართლის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ნება გამოავლინონ, რათა ჟენევის კონფერენციის დროს ამ საკითხზე მოლაპრაკებების დაწყება შესაძლებელი გახდეს. რუსული ჯარები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე უსაფრთხოების ზონებს დღის ბოლომდე დატოვებენ. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდნტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს საფრანგეთში, ევიანში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. "მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს, 24 საათამდე სამშვიდობო კონტინგენტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოების ზონებს დატოვებს ", - განაცხადა მედვედევმა. რუსულ მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორია რუსულმა ჯარებმა 10 ოქტომბრამდე დატოვონ.
XS
SM
MD
LG