Accessibility links

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები შინაგან საქმეთა


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები შინაგან საქმეთა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები შინაგან საქმეთა
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსზე, შოთა უტიაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა სრულიად დაასრულა თავისი ჯარების გაყვანა ეგრეთ წოდებული „ბუფერული ზონებიდან“. რადიო “თავისუფლება” დაუკავშირდა შოტა უტიაშვილს, რომელმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია და დაუმატა, რომ რუსული ჯარი კვლავაც რჩება ახალგორსა და კოდორის ხეობაში...


რუსი სამხედროების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან გასვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადა: „ახლახანს ვესაუბრე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერს, რომელმაც დამიდასტურა, რომ გასვლა მართლაც მიმდინარეობს და რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებთან თანამშომლობა კვლავაც ძალიან კონსტრუქციულია. გამოვხატავ კმაყოფილებას ვითარების ამგვარად განვითარების გამო და მივესალმები პრეზიდენტ მედვედევის სიტყვებს, რომ სამხედრო ძალების გაყვანა შუაღამისთვის დასრულდება“
XS
SM
MD
LG