Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია მიიჩნევს, რომ კონფლიქტურ რეგიონებში გაეროს სამშვიდობო მანდატი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ფორმატი გარკვეულწილად გადაიხედოს. "კერძოდ, რუსი ე.წ. სამშვიდობოები კონფლიქტურ რეგიონებში აღარ უნდა დარჩნენ", - აცხადებს აკიშბაია. მისი თქმით, კონფლიქტის ზონებში ფუნქციის შესრულება ასევე უნდა განაგრძონ გაეროს დამკვირვებლებმა.
მალხაზ აკიშბაია კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ აღნიშნულის წინაპირობა ცხინვალსა და აფხაზეთში დევნილების ღირსეული და უპირობო დაბრუნება უნდა გახდეს. საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას მანდატის ვადა 15 ოქტომბერს ეწურება. გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ მანდატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუნცა, საქართველოში ორგანიზაციის მუშაობის პრინციპი, შესაძლოა, შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG