Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე


ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად,

ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად,
ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო სფეროში ხარჯები უნდა გაზარდონ. სხეფერის ეს განცხადება უნგრეთის ყოველდღიურ გაზეთ ”ნეფსაბაჩაგში” დაიბეჭდა, ბუდაპეშტში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ. შეხვედრაზე განიხილავენ ავღანეთში ნატოს შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას. ავღანეთში ნატო უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს ხელმძღვანელობს, რომელიც 50თ ათასზე მეტ ჯარისკაცს მოიცავს. სხეფერმა ”ნეფსაბაჩაგს” უთხრა, რომ ნატო ავღანეთში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება.
XS
SM
MD
LG