Accessibility links

დღეს ბუდაპეშტში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


დღეს ბუდაპეშტში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

დღეს ბუდაპეშტში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 26 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ, განხილულ იქნა ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს დახმარების პროგრამა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატომ სრული მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს. უახლოეს დღეებში საქართველოში ნატოს სპეციალური სამუშაო ჯგუფები ჩავლენ.

XS
SM
MD
LG