Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თქმით


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თქმით, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ საბანკო კრიზისთან

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თქმით, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ საბანკო კრიზისთან
გამკლავების ერთობლივი ზომების თაობაზე. ეს განცხადება სარკოზიმ გააკეთა პარიზში, სადაც გაიმართა ევროპის კავშირის იმ 15 წევრი ქვეყნის ლიდერების საგანგებო სამიტი, რომლებშიც ერთიანი ვალუტა ევრო გამოიყენება. სარკოზის თქმით, ევროზონის ქვეყნები დროებით მოახდენენ ბანკებს შორის სესხების გარანტირებას, რათა განახლდეს ფულის სესხების პროცესი, რომელიც ფინანსური კრიზისის პირობებში მკვეთრად შენელებული იყო. მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია და სხვა ქვეყნები ორშაბათს გამოაცხადებენ საკუთარი გეგმების შესახებ ეროვნული ბანკების დასახმარებლად. ერთი კვირის წინათ ევროპის ლიდერებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება კრიზისულ გეგმაზე, რასაც ევროპის საფონდო ბირჟებზე უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უპრეცედენტო ვარდნა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG