Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კრიზისი გრძელდება.


მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კრიზისი გრძელდება. ჯერჯერობით არ ჩანს ნდობის აღდგენის ნიშნები

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კრიზისი გრძელდება. ჯერჯერობით არ ჩანს ნდობის აღდგენის ნიშნები
საფონდო ბირჟებზე, რომლებმაც უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე მკვეთრი ვარდნა განიცადეს. შეერთებული შტატებისა და ევროპის დიდი ბაზრები კვირის ბოლოს დაკეტილია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ბირჟები მუშაობს და ეცემა. დუბაიში, ქევეითში, აბუ დაბიში, ომანსა და ისრაელში ბირჟები ყველგან მკვეთრად ეცემა. ეცემა არაბული სამყაროს ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაც საუდის არაბეთში. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდი და დიდი ოცეული, რომელშიც მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები შედიან, გამოვიდა მოწოდებით, უფრო გაძლიერდეს კრიზისის დაძლევის კოორდინირებული ზომები.
XS
SM
MD
LG