Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე


შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა თავისი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ბარაკ ობამას დამარცხების შანსი 4 ნოემბრის არჩევნებში. მაკკეინის თქმით, ის ობამას დამარცხებას ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს დანიშნულ მესამე და უკანასკნელ სატელევიზიო დებატებშიც აპირებს. მაკკეინი აღიარებს, რომ გამოკითხვებში ის ობამას ჩამორჩება, მაგრამ აცხადებს რომ ჯერ კიდევ აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი. ბოლო გამოკითხვებით, ობამა მაკკეინს ექვსი ან მეტი პროცენტით უსწრებს.
XS
SM
MD
LG