Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში მოლაპარაკება გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში მოლაპარაკება გამართა
ევროპის კომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზუსთან. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაროზუმ იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც ევროპის კავშირი საქართველოს გაუწევს.
[ბაროზუს ხმა] "შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროპის კავშირი 500 მილიონამდე ევროს გამოყოფს. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მიზნით შესაძლებელი გახდება თანხების მოზიდვა სხვა საერთაშორისო დონორებისგანაც." საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას. [სააკაშვილის ხმა] "თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი იქნებოდა ინვესტორებისა და იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოში ბიზნესს აკეთებს - ნიშანი იმისა, რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმები და არჩეული ეკონომიკური კურსი. ასევე იმედით ველით დონორთა კონფერენციას, რომელიც, ვიმედოვნებ, 500-ი მილიონი ევროს მობილიზებას მოახდენს." დონორთა კონფერენცია 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება.
XS
SM
MD
LG