Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას შეუძლია


ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას შეუძლია, თავისუფლად იმოგზაუროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში -

ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას შეუძლია, თავისუფლად იმოგზაუროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში -
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, ვიზებზე დაწესებული აკრძალვა გაუუქმოს როგორც თვით ლუკაშენკას, ისე მისი რეჟიმის კიდევ 30-ზე მეტ წარმომადგენელს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, 6 თვით გააუქმონ აკრძალვა, რომელიც ლუკაშენკასთვის და ბელორუსიის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე დააწესეს მას შემდეგ, რაც 2006ი წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ბელორუსიაში არ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, კვლავინდებურად გაყინულია ბელორუსი ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშები საზღვარგარეთ.
XS
SM
MD
LG