Accessibility links

logo-print

საფრანგეთში, ადვოკატ კარინა მოსკალენკოს მანქანაში


საფრანგეთში, ადვოკატ კარინა მოსკალენკოს მანქანაში, აღმოაჩინეს ვერცხლისწყოისმაგვარი ნივთიერება.

საფრანგეთში, ადვოკატ კარინა მოსკალენკოს მანქანაში, აღმოაჩინეს ვერცხლისწყოისმაგვარი ნივთიერება.
მიმდინარეობს გამოძიება. მოსკალენკო სტრასბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც რადიო "თავისუფლებას" ადვოკატმა ანა სტავიცკაიამ აცნობა, მოსკალენკოსა და მისი ოჯახის წევრებს მოწამვლის ნიშნები ეტყობათ: თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა. მომხდარს კარინა მოსკალენკო თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ის მონაწილეობს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში, არის მიხაილ ხოდორკოვსკის ერთ-ერთი ადვოკატი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოადგენს ჩეჩნეთის მოქალაქეთა ინტერესებს. ხვალ მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლოში პოლიტკოვსკაიას საქმის მოსმენა გაიმართება.
XS
SM
MD
LG