Accessibility links

logo-print

ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურა გამოდის წინადადებით


ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურა გამოდის წინადადებით,

ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურა გამოდის წინადადებით,
მნიშვნელოვნად გაიზარდოს ევროპული ბანკების დეპოზიტების მოცულობა, რომლებიც მთავრობების მიერ იქნება გარანტირებული. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები უკვე შეთანხმდნენ, რომ მინიმალურ გარანტიებს 20 ათასი ევროდან 50 ათას ევრომდე გაზრდიან. მაგრამ ევროკომისიის განცხადებით, რეფორმის განხორციელების შემდეგ ეს მონაცემი 100 ათას ევრომდე უნდა გაიზარდოს. ევროკავშირის ლიდერები ორდღიან შეხვედრას მართავენ, რომელიც გლობალური ფინანსური კრიზისის დაძლევის გზებს ეძღვნება. მთავრობებს მიმართეს თხოვნით, მხარი დაუჭირონ ევროს ზონის ქვეყნების მხრიდან გასულ კვირაში შეთანხმებულ გეგმას, რომელიც ბანკების დასახმარებლად მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხების გაღებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG