Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც


აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც, როგორც ჩანს,

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც, როგორც ჩანს,
მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოიპოვებს გამარჯვებას. ალიევის გარდა, კენჭს კიდევ ექვსი კანდიდატი იყრიდა, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, ალიევი იოლად გაიმარჯვებს, ვინაოდან ექვსმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციის განცხადებით, დემოკრატიის და მედიის თავისუფლების შეზღუდვამ კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი დაუკარგა. ამასთან, ოპოზიციამ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს ბრალიდ დასდო, რომ რეფორმების გატარების მოთხოვნით ისინი აზერბაიჯანზე საკმარის ზეწოლას არ ახორციელებენ, და უპირატესობას სტაბილურობას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ანიჭებენ. არჩევნებს თვალს ეუთოს 400 მეთვალყურე ადევნებდა. ოფიციალურ შედეგებს ხუთშაბათს გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG