Accessibility links

logo-print

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ ჟენევაში


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია
გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ნაადრევად დასრულდა. მისი განახლება მომავალ თვეში იგეგმება. მოლაპარაკების ჩაშლას ქართული და რუსული მხარეები ერთმანეთს აბრალებენ. საქართველოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, პიერ მორელის თქმით, მოლაპარაკება ”პროცედურული სიძნელეების” გამო ჩაიშალა. ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა - ”რუსეთმა მოლაპარაკება მიატოვა - რაც ადასტურებს, რომ ის ამ ეტაპზე დიპლომატიურ პროცესში არ არის დაინტერესებული.” რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით კი ”მოლაპარაკება ფაქტობრივად საქართველომ ჩაშალა, ვინაიდან უარი თქვა პლენარულ სესიაში მონაწილეობაზე.” ჟენევაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას საქართველოს დელეგაციას ქვეყნიდან რუსული სამხედრო ნაწილების სრულად გაყვანა, დევნილთა დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოეთხოვა. ჟენევაში იმყოფებოდნენ სოხუმის და ცხინვალის დელეგაციებიც - მათი მონაწილეობის ფორმა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG