Accessibility links

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის


ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იმართება.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იმართება.
მისი მთავარი თემა გახლავთ მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ამავე დროს ევროპელი ლიდერები მსჯელობენ საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, ევროკავშირის კონსტიტუციაზე და კლიმატურ ცვლილებებზე. სამიტის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რა პოლიტიკა გაატარონ რუსეთის მიმართ და რა შემთხვევაში განაახლონ მასთან პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ გაიყინა. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა განაცხადა, ჯერჯერობით ნაადრევია მოლაპარაკებების განახლება. გერმანია და იტალია ლიდერობენ მოლაპარაკებების განახლების კამპანიას მას მერე, რაც მოსკოვმა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ნაწილობრივ გაიყვანა საქართველოდან ჯარები. მთელი რიგი ქვეყნები მოითხოვენ, რომ რუსეთმა გააგრძელოს ჯარების გაყვანა.
XS
SM
MD
LG