Accessibility links

logo-print

ევროკავშირი დადებითად აფასებს ჟენევის მოლაპარაკებას


ევროკავშირი დადებითად აფასებს ჟენევის მოლაპარაკებას

ევროკავშირი დადებითად აფასებს ჟენევის მოლაპარაკებას
და ოპტიმისტურად უყურებს ახალ ფორმატს, რომლის მეორე რაუნდი 18 ნოემბერს გაიმართება.
”ჩვენ არც ველოდით, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდებოდა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანამ.

”ძალიან რთულია პირველივე შეხვედრაზე მიაღწიო კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც ერთი თვის შემდეგ არის დაგეგმილი”, - განაცხადა სოლანამ.

”მე ვერ ვიტყოდი, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დაგვენიშნა ახალი მოლაპარაკებების თარიღი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ძალიან რთული პროცესის დაწყებამდე”, - აღნიშნა ევროკავშირის კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.
XS
SM
MD
LG