Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ერაყმა მიაღწიეს წინასწარ


აშშ-მა და ერაყმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ერაყში ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნის შესახებ.

აშშ-მა და ერაყმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ერაყში ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნის შესახებ.
როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა განმარტა, შეთანხმება საბოლოო არ არის. [ჯეფ მორელის ხმა] "როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საბოლოო დოკუმენტი არ არის. ეს პროექტია, რომელიც შეიცავს ამერიკისა და ერაყის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს. ცხადია, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში ის იქცევა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის საგნად. ამჟამად პროექტს ორი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებათა სტრუქტურებში განიხილავენ." შეთანხმებამ სამართლებრივი საფუძველი უნდა შეუქმნას ერაყში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემდგომ ყოფნას - მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ბოლოს ვადა ამოეწურება გაეროს მიერ მისთვის მინიჭებულ მანდატს.
XS
SM
MD
LG