Accessibility links

ფოთის პორტში დღეს ღუზა ჩაუშვა


ფოთის პორტში დღეს ღუზა ჩაუშვა აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა. ის რიგით მეოთხე ამერიკული ხომალდია,

ფოთის პორტში დღეს ღუზა ჩაუშვა აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა. ის რიგით მეოთხე ამერიკული ხომალდია,
რომელიც რუსეთთან ომის შემდეგ მეგობრული ვიზიტით ესტუმრა საქართველოს. თბილისში აშშ-ის საელჩოს პერს-მდივნის განცხადებით, ვიზიტი არ არის რაიმე კავშირში დაძაბულობასთან აგვისტოს ომის შემდეგ და ხომალდს ფოთში არც ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანია. ფოთის პორტში ამერიკულ კრეისერს ოფიციალური დელეგაცია დახვდა, გაიმართა საზეიმო ღონისძიება. კრეისერი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 20 ოქტომბრამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG