Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს


ესპანეთი მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.

ესპანეთი მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.
ამ შინაარსის განცხადება საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა. მანვე მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გუშინ მორატინოსი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, დღეს კი ქართველ კოლეგას, ეკა ტყეშელაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს, რის შემდეგაც ფოთში გაემგზავრა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ესპანელ წევრებთან შესახვედრად. იუწყებიან ასევე, რომ ესპანეთი საქართველოში საელჩოს გახსნას აპირებს.
XS
SM
MD
LG