Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით


აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, დაგეგმილია მსოფლიო სამიტების სერია

აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, დაგეგმილია მსოფლიო სამიტების სერია
გლობალური საფინანსო კრიზისის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე მოსალაპარაკებლად. ამ გეგმის შესახებ შაბათს გამოაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის კემპ- დევიდის რეზიდენციაში, სადაც პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ევროკომიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადებით, სასურველია სამიტის გამართვა აშშ-ში 4 ნოემბრის არჩევნების შემდეგ მალე, რასაც უნდა მოჰყვეს მომდევნო სამიტების სერია გლობალური ეკონომიკის სირთულეებზე მოსალაპარაკებლად. ამასთან, ჯორჯ ბუშის განცხადებით, მაშინ, როცა დასავლელი ლიდერები მიმართავენ ზომებს, ინსტიტუციურ ცვლილებებს კრიზისის გამეორების აღსაკვეთად, აუცილებელია შენარჩუნდეს დემოკრატიული კაპიტალიზმის საფუძვლები - თავისუფალი ბაზრები, თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი ვაჭრობა. დაგეგმილ სამიტში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ "დიდი 8"-ის წევრები, აგრეთვე ჩინეთი, ინდოეთი და სხვა დიდი ქვეყნები.
XS
SM
MD
LG