Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით


რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს

რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს
სევასტოპოლის ბაზიდან 2017 წელს, თუ ამას უკრაინის მთავრობა მოითხოვს. როგორც ივანოვმა ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი შეეცდება გააგრძელოს სევასტოპოლის პორტით სარგებლობის ვადა, მაგრამ ფლოტს გაიყვანს, თუ უკრაინის მთავრობა არ მოისურვებს იჯარის გაგრძელებას. ივანოვის თქმით, რუსეთს არ გააჩნია ტერიტორიული ამბიციები: მოსკოვს აღიარებული აქვს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა.
XS
SM
MD
LG