Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყს ეწვია ბრიტანეთის ახალი


დღეს ერაყს ეწვია ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰატონი.

დღეს ერაყს ეწვია ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰატონი.
ის ბაღდადში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის. განხილვის საგანია ქალაქ ბასრაში დარჩენილი 4000 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურის მომავალი. გასულ კვირაში ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცების ერაყში ყოფნა საჭირო აღარ არის. მაგრამ ბრიტანეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ცდილობს ერაყთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას ჯარების ერაყში დასატოვებლად მას შემდეგაც, რაც ამა წლის ბოლოს ამოიწურება გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი.
XS
SM
MD
LG