Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


პოლიციამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიიღო დავალება, გახსნას საპასუხო ცეცხლი

პოლიციამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიიღო დავალება, გახსნას საპასუხო ცეცხლი
მასზე იერიშის შემთხვევაში. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ მიხაილ მინძაევის განცხადებით, ქართული მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს და ცხინვალი არ დაუშვებს თავისი პოლიციელების დახოცვას. ეს განცხადება მოჰყვა შაბათის ინციდენტს, როცა სეპარატისტების პოლიციის პოსტს ესროლეს ქართული სოფლის ტერიტორიიდან. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა აკრიტიკებს ასევე ევროკავშირის მისიას, რომელიც მეთვალყურეობას ეწევა ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. სეპარატისტები ევროკავშირის მეთვალყურეებს მიკერძოებაში სდებენ ბრალს, ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის მისია თვალს ხუჭავს ქართველების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე.
XS
SM
MD
LG