Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს


საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს,

საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს,
რომ ქვეყნის ტერიტორიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთმა გაიყვანოს ყველა სამხედრო ფორმირება, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ განალაგა. სანამ რუსეთი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, მისი სამხედროები ოკუპანტებად დარჩებიან - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. იგი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 22 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ მოწვეული დონორთა კონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც, რომელიც ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება. ამ კვირაში ევროპარლამენტი საქართველოში შექმნილ ვითარებასა და ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG