Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მიერ მოწვეულ დონორთა საერთაშორისო


ევროკავშირის მიერ მოწვეულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად,

ევროკავშირის მიერ მოწვეულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად,
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობს. კონფერენციაზე გაირკვევა იმ დახმარების მოცულობა, რომელსაც დონორები აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ საქართველოს გამოუყოფენ. ბრიუსელში გაფორმდება აშშ-ისა და საქართველოს შეთანხმებაც, რომლის მიხედვით, წელს თბილისი ვაშინგტონისგან 250 მილიონ დოლარს მიიღებს. მთავრობის ინფორმაციით, დონორთა ფინანსური დახმარება დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიული ობიექტების რეაბილიტაციის, ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური პროექტების განხორციელებისთვის.
XS
SM
MD
LG