Accessibility links

logo-print

დღეს ერევანში გაიმართა სომხეთისა და


დღეს ერევანში გაიმართა სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და დმიტრი მედვედევის მოლაპარაკება,

დღეს ერევანში გაიმართა სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და დმიტრი მედვედევის მოლაპარაკება,
რომლის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზები იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, სერჟ სარქისიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის პრობლემა კომპრომისისა და მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი აქტიურად იმუშავებს ისეთი გზის გამოსაძებნად, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც ერევნისთვის, ისე ბაქოსთვის. მედვედევი აპირებს, ყარაბაღის პრობლემაზე სასაუბროდ რუსეთში მიიწვიოს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. მედვედევმა და სარქისიანმა საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურა, რომ ნებისმიერი რთული საკითხი საერთაშორისო პრინციპებისა და მოლაპარაკების საფუძველზე უნდა წყდებოდეს.
XS
SM
MD
LG