Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს ნიდერლანდის ხელისუფლება ეუთოს წინაშე


ხუთშაბათს ნიდერლანდის ხელისუფლება ეუთოს წინაშე დასვამს საკითხს

ხუთშაბათს ნიდერლანდის ხელისუფლება ეუთოს წინაშე დასვამს საკითხს
რუსეთის მიერ საქართველოში ე.წ. "კასეტური ბომბების" გამოყენების გამო პოლიტიკური განცხადების შემუშავების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ჰოლანდიელი ტელეოპერატორი სტენ სტორიმანსი რუსეთის მიერ "კასეტური ბომბის" გამოყენებას ემსხვერპლა. შეგახსენებთ: სტორიმანსი 12 აგვისტოს, გორის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ორშაბათს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავს ვითარებაში "კასეტური ბომბის" გამოყენება დაუშვებელია, რადგან გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG