Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველოს


ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველოს დაჰპირდნენ დახმარებას 4,5 მილიარდი დოლარის მოცულობით.

ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველოს დაჰპირდნენ დახმარებას 4,5 მილიარდი დოლარის მოცულობით.
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოსთვის დახმარების გაწევა რუსეთთან ომის შემდეგ. დონორთა კონფერენციამდე გაერომ და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს გამოკვლევა საქართველოსთვის აუცილებელი დახმარების მოცულობის დასადგენად და დაასკვნეს, რომ საჭიროა 3,25 მილიარდი დოლარი ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დევნილების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამდენად, დონორთა დღევანდელ კონფერენციაზე მხარდაჭერილი დახმარება მილიარდ დოლარზე მეტით აღემატება გეგმით გათვალისწინებულს, რაზეც მიუთითა კიდეც ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა. დონორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით, საქართველოს დახმარება “მორალური იმპერატივია”, თუმცა თვით ევროკავშირის ინტერესებშიც შედის, რახან საქართველოზე გადის ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანი, ენერგოსატრანზიტო მარშრუტი.
XS
SM
MD
LG