Accessibility links

logo-print

ინდოეთი აცხადებს, რომ წარმატებით დაიწყო


ინდოეთი აცხადებს, რომ წარმატებით დაიწყო პირველი კოსმოსური მისია მთვარის მიმართულებით.

ინდოეთი აცხადებს, რომ წარმატებით დაიწყო პირველი კოსმოსური მისია მთვარის მიმართულებით.
კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით “ჩანდრაიან 1”, რომელიც ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის მიერ არის აგებული, დღეს დილაუთენია აიჭრა კოსმოსში სამხრეთ ინდოეთში მდებარე კოსმოსური ცენტრიდან. ხომალდში კოსმონავტები არ იმყოფებიან. კოსმოსური მისია ითვალისწინებს 2 წელიწადს ორბიტაზე - მთვარის ზედაპირის მინერალური, ქიმიური და ტოპოგრაფიული მახასიათებლების დეტალური რუკის დასამზადებლად, რაც საფუძველს მოუმზადებს ინდოეთის შემდეგ კოსმოსურ მისიებს მთვარეზე.
XS
SM
MD
LG