Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითის განცხადებით, საქართველოში ეუთოს


ედუარდ კოკოითის განცხადებით, საქართველოში ეუთოს მისიას ცხინვალში მუშაობის უფლება აღარ აქვს,

ედუარდ კოკოითის განცხადებით, საქართველოში ეუთოს მისიას ცხინვალში მუშაობის უფლება აღარ აქვს,
რადგან სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებული სახელმწიფოა. ამის შესახებ სეპარატისტების ლიდერმა დე-ფაქტო პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეუთოს მუშაობის არც მორალური უფლება აქვს, რადგან თბილისის აგრესიის გამო 10 ათასი ადამიანის დაღუპვა ამ ორგანიზაციის სინდისზეცაა. კოკოითის განცხადებით, მისი ხელისუფლება ითანამშრომლებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ოსების გენოციდს აღიარებს და რომლის წარმომადგენლებიც ცხინვალში რუსეთის გავლით ჩავლენ. დე-ფაქტო პრეზიდენტის ბრალდებას ეუთო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG