Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან დაუშინეს ჭურვები

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან დაუშინეს ჭურვები
ექსტრემისტულ რელიგიურ სასწავლებელს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 7 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო "ასოიშიეიტიდ პრესის" ცნობით, სასწავლებელს ხელმძღვანელობდა სასულიერო პირი, რომელსაც ახლო კონტაქტები აქვს თალიბების ერთ-ერთ ლიდერთან, ჯალალუდდინ ჰაკანისთან. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ასეთივე თვადასხმის შედეგად იმავე სოფელში სექტემბერში მოკლეს 23 ადამიანი, უმეტესწილად ჰაკანის ნათესავები. აგვისტოდან მოყოლებული, აშშ-ს, სავარაუდოდ, ბევრი სარაკეტო თავდასხმა აქვს განხორციელებული ექსტრემისტების სამალავებზე პაკისტანში.
XS
SM
MD
LG