Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილით აფეთქება მოხდა სარკინიგზო


დღეს დილით აფეთქება მოხდა სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გალისა და ზუგდიდის რაიონებს.

დღეს დილით აფეთქება მოხდა სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გალისა და ზუგდიდის რაიონებს.
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარში რუსეთის სამხედროები დაადანაშაულა და აფეთქების მიზნად ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან გალის რაიონის მოწყვეტა დაასახელა. თავის მხრივ, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ სააგენტო "ინტერფაქსის" სააგენტოს განუცხადა, რომ სარკინიგზო ხიდის აფეთქება საქართველოს მიერ განხორციელებული დივერსიული აქტია. დღესვე გალის რაიონში მოკლეს ადგილობრივი აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელი რომან აშუბა, რომლის ლიკვიდაციაშიც დე-ფაქტო ხელისუფლებამ თბილისი დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG