Accessibility links

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის


ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ,

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ,
რომ ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად შეკვეცენ პროდუქციის მოცულობას - პირველად ორი წლის მანძილზე. ვენაში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ოპეკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მომავალი თვიდან ნავთობის წარმოება მილიონნახევარი ბარელით შემცირდება. ოპეკმა მოუწოდა ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, შეუერთდნენ ოპეკის გადაწყვეტილებას, რათა ფასების სტაბილიზება მოხდეს. ამ განცხადების მიუხედავად, ნიუ იორკში ბარელი ნავთობის ფასი 65 დოლარამდე შემცირდა. სულ, ივლისის შემდეგ, ნავთობის ფასმა 50 პროცენტით დაიკლო.
XS
SM
MD
LG