Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა შეერთებული შტატების


რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო,

რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო,
სანქციები დაუწესოს რუსეთის იარაღის ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანიას, "როსობორონექსპორტს". ეს კომპანია შედის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული იმ 13 ფირმის სიაში, რომლებიც, ვაშინგტონის თანახმად, მგრძნობიარე ტექნოლოგიების იარაღს აწვდის ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიას. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "როსობორონექსპორტის" წინააღმდეგ სანქციები მოკლებულია საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს და გავლენას მოახდენს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე. ამ სანქციებით, შეერთებული შტატების არც ერთ სამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს უფლება, შეთანხმება გააფორმოს რუსეთის, ჩინეთისა და ვენესუელის ორგანიზაციებთან.
XS
SM
MD
LG