Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლის


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლის თქმით,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლის თქმით,
ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ნახეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები. სამეგრელოს გუბერნატორის გოროზიას ინფორმაციით, ყუმბარები გააუვნებელყვეს. დაიწყო გამოძიება.
ჩვენი კორესპონდტი სამეგრელოს რეგიონიდან იუწყებოდა, რომ გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, რუსეთის ჯარის ნაწილების წარმომადგენლებს და აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის მოხდა შეტაკება. ორი აფხაზი მილიციელი დაიჭრა შეტაკების შედეგად. აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის, ირაკლი ცანავას ნათქვამზე დაყრდნობით, ჩვენი კორსეპონდეტი იუწყება, რომ რუსეთის ჯარმა აფხაზ მილიციელებს სოფლებში პატრულირება აუკრძალა, რასაც მოჰყვა ინციდენტი. საინფორმაციო სააგენტო, “რეგნუმი” აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაზე დაყრდონობით იუწყება, რომ ფიჩორში აფხაზურ საგუშაგოებს ცეცეხლი საქართველოს პოლიციელებმა გაუხსნეს. გუშინ, სოფელ მუჟავაში ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა წალენჯიხის გამგებელი მებონია, ასევე ადგილობრივიი მკვიდრი, საბულუა. დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ეს აქტი ასე შეაფასა: (მერაბიშვილის ხმა) “ეს იყო ტერორისტული აქტი, განხორციელებული საქართველოს წინააღამდეგ.”
XS
SM
MD
LG