Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის
კანდიდატი ,”რესპუბლიკური პარტიიდან”, ჯონ მაკკეინი ეჭვით უყურებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. მან თქვა, რომ არ სჯერა გამოკითხვების, რომლის მიხდევით წინასაარჩევნო კამპანიაში დემოკრატების კანდიდატს ბარაკ ობამას მკვეთრად ჩამორჩება. მაკკეინი აცხადებს, რომ ამცირებს კონკურენტთან ჩამორჩენის მაჩვენებელს და რომ მისი კამპანია შესანიშნავად მიმდინარეობს. ჯონ მაკკეინმა კვირას გამარჯვების იმედი გამოთქვა. აიოვას შტატში ამომრჩეველს მან ასე მიმართა:


(მაკკეინის ხმა): ”აღვსდგეთ და ვიბრძოლოთ. ამერიკა ღირსია ვიბრძოლოთ მისთვის. ჩვენთან დაუძლეველი არაფერია. ჩვენ უკან არასდროს ვიხევთ, არასდროს ვნებდებით. ჩვენ არასდროს ვემალებით ისტორიას. ჩვენ ვქმნით ისტორიას. მოდით, ერთად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და მივცეთ ამ ქვეყანას წინსვლის კიდევ ერთი საშუალება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა”


ჯონ მაკკეინის კონკურენტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ, ასევე კვირას, ამომრჩეველთან შეხვედრა კოლორადოში გამართა. ამ შტატის მოსახლეობისადმი თავის მიმართვაში ობამამ ამომრჩეველს საკუთარი ქვეყნის და მსოფლიოს შეცვლა შეპირდა.

(ობამას ხმა): ” თუ დაირაზმებით ჩემს გარშემო, ივლით ჩემთან ერთად და კარზე დააკაკუნებთ ჩემთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ დენვერში. გავიმარჯვებთ კოლორადოში, მოვიგებთ ამ არჩევნებს . ერთად შევცლით ამ ქვეყანას და შევცვლით მსოფლიოს.”
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით ბარაკ ობამას რეიტინგმა ბოლო დღეებში დაიკლო, მისი მაჩვენებელი ჯონ მაკკეინის მაჩვენებელზე დაახლოებით 7 პროცენტითაა მაღალი.
XS
SM
MD
LG