Accessibility links

logo-print

საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში ამერიკის


საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში ამერიკის

საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთის ეკონომიკურ ხედვას აკრიტიკებენ. როგორც დემოკრატების ისე რესპუბლიკელის კანდიდატმა ორშაბათს ამომრჩეველს ოჰაიოს შტატში მიმართა.. ამ შტატის მოგება მიიჩნევა გადამწყვეტად პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.. ექსპერტების განმარტებით აქამდე რესპუბლიკელების არც ერთი კანდიდატი არ გამხდარა ამერიკის პრეზიდენტი ოჰაიოს მოუგებლად.

ქალაქ კანტონში ამომრჩევლისთვის მიმართვისას დემოკრატების კანდიდატმა ბარაკ ობამამ ეკონომიკური კრიზისის გამო რესპუბლიკელები და პირადად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაადანაშაულა და თქვა:

(ობამას ხმა) ” საარჩევნო კამპანიის მთელი 21 თვისა და 3 დებატების განმავლობაში სენატორმა მაკკეინმა ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა ამერიკელი ხალხისთვის, რომ მისი ხედვა ეკონომიკასთან მიმართებით სერიოზულად განსხვავდება ჯორჯ ბუშის ხედვისგან. სენატორმა მაკკეინმა თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია 4 წელი გავატაროთ უკეთესის მოლოდინში, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: ყველაზე დიდი რისკი ბუშისა და მაკკეინის იმ პოლიტიკის არჩევაა, რომელმაც ბოლო 8 წლის მანძილზე წარუმატებლობა მოგვიტანა”.

თავის მხრივ, ქალაქ დეიტონში გამოსვლისას რესპუბლიკელების კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ ბარაკ ობამა დაინტერესებულია უფრო კეთილდღეობის გაკონტროლებით , ვიდრე კეთილდღეობის შექმნით. რომ დემოკრატების იდეა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით არ არის პასუხი დღევანდელ საფინანსო კრიზისზე, ” მე ვაპირებ ვიზრუნო თითოეული ამერიკელის კეთილდღეობაზე” - თქვა ჯონ მაკკეინმა.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს 4 ნოემბერს აირჩევენ.
XS
SM
MD
LG