Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მიერ


პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილმა გრიგოლ მგალობლიშვილმა

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილმა გრიგოლ მგალობლიშვილმა
დღეს მომავალი მინისტრთა კაბინეტის სავარუადო შემადგენლობის სია დაასახელა. ამ სიის თანახმად, იუსტიციის, კულტურის, ლტოლვილთა და განსახლებისა და გარემოს დაცვის მოქმედი მინისტრები ვერ შეინარჩუნებენ თანამდებობებს ახალ კაბინეტში, რომელსაც პარლამენტი ნდობას, სავარაუდოდ, მომავალს კვირაში გამოუცხადებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ადეიშვილი დასახელებულია იუსტიციის მინისტრის პოსტზე, სადაც ის ნიკა გვარამიას შეცვლის. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, კულტურის მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს ჩაანაცვლებს. დეპუტატი კობა სუბელიანი თამარ მარტიაშვილს შეცვლის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრს ირაკლი ღვალაძეს შეცვლის.
XS
SM
MD
LG