Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმედი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა და ერაყის მთავრობა შეთანხმდებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა და ერაყის მთავრობა შეთანხმდებიან
ერაყში შეერთებული შტატების ჯარების კიდევ 3 წლის ვადით დარჩენის პირობებზე - მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავრობამ შეთანხმების ტექტტში შესწორებების შეტანა მოითხოვა. ამ საკითხზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი. ერაყი ოთხ ახალ პირობას აყენებს. ერთ-ერთის მიხედვით, ამერიკელ სამხედროებს არ უნდა ჰქონდეთ ერაყის მეზობელ სახელმწიფოებში სპეცოპერაციებში მონაწილეობის უფლება. ერაყთან შეთანხმების იმედი ჯორჯ ბუშმა ერაყის ქურთული რეგიონის პრეზიდენტთან მასუდ ბარზანისთან შეხვედრისას გამოხატა. [ჯორჯ ბუშის ხმა]: "პრეზიდენტ ბარზანის მივაწოდე ინფორმაცია ერაყის მთავრობის მიერ შემოთავაზებული შესწორებების შესახებ. ჩვენ ვაანალიზებთ ერაყის წინადადებებს. გვსურს, ვიყოთ კონსტრუქციულები მოლაპარაკების პროცესში და ამავდროულად, მომხრე ვართ საბაზისო პრინციპების დაცვისა. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ."
XS
SM
MD
LG