Accessibility links

logo-print

კიდევ ერთი სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - რას ედავებიან პროფესორ ქუცნაშვილს?


მოგითხრობთ ერთი დავის შესახებ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია განიხილავს.



განსასჯელის სკამზე ზის ცნობილი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 66 წლის ომარ ქუცნაშვილი, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარი მილიონი ლარის მითვისებაში სდებს ბრალს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები - “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” - მიიჩნევენ, რომ პროფესორი ომარ ქუცნაშვილი უკანონოდ იდევნება და ევროკონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველს იძლევა. რას და რატომ ედავებიან პროფესორ ქუცნაშვილს?
XS
SM
MD
LG