Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა


საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა განახლებულ კაბინეტს

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა განახლებულ კაბინეტს
პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით. საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე განახლებულ მთავრობას მხარი დაუჭირა 98-მა დეპუტატმა, 11-მა დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაბინეტში ოთხი ახალი მინისტრია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრად იმუშავებს სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია კობა სუბელიანი, ხოლო იუსტიციის მინისტრი - ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გააცნო "აღდგენისთვის ზრუნვისა და განვითარების" პროგრამა, რომელიც 18-თვიანი რეკონსტრუქციისა და 50-თვიანი საპრეზიდენტო პროგრამის ნაერთია. გრიგოლ მგალობლიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კოალიციური მთავრობის საკითხებზე ითანამშრომლოს ოპოზიციასთან.
XS
SM
MD
LG