Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გორს ეწვია საქართველოში ვიზიტად


დღეს გორს ეწვია საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო.

დღეს გორს ეწვია საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, დაათვალიერა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები, მოინახულა დაზარალებულთათვის ახალი სახლების მშენებლობის ადგილი, შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს. როგორც ტედ პომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი ვიზიტის მიზანია ქვეყნის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება, რათა საქართველოს აღდგენის პროცესში უფრო აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. კონრგესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი.
XS
SM
MD
LG