Accessibility links

logo-print

გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად


გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, რუსი სამხედროები განაგრძობენ რაიონის იზოლაციაში მოქცევას. გუშინ გალის რაიონში რუსმა სამხედროებმა კიდევ სამი ხიდი ააფეთქეს.

გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, რუსი სამხედროები განაგრძობენ რაიონის იზოლაციაში მოქცევას. გუშინ გალის რაიონში რუსმა სამხედროებმა კიდევ სამი ხიდი ააფეთქეს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის დამაკავშირებელი ხიდები მთლიანად ჩანგრეულია. ამავე ცნობების თანახმად, ასევე აქტიურად გრძელდება სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის დანაღმვა და შემოვლითი გზების გადაკეტვა, რომლებითაც გალის მოსახლეობა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში გადასვლას ახერხებდა. გალის რაიონის მოსახლეობას აქტიურად აფრთხილებენ საზღვრის დანაღმვის შესახებ, რათა სამეგრელოში გადასვლა შემოვლითი გზებით არ სცადონ.
XS
SM
MD
LG