Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში ექვსასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა


სანკტ-პეტერბურგში ექვსასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტიფაშისტურ "მარშში სიძულვილის წინააღმდეგ".

სანკტ-პეტერბურგში ექვსასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტიფაშისტურ "მარშში სიძულვილის წინააღმდეგ".
ამ აქციით პატივი მიაგეს მეცნიერისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ნიკოლაი გირენკოს ხსოვნას. გირენკო 2004 წელს მოკლეს ნეონაცისტებმა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ პარტია "იაბლოკოს", "გაერთიანებული სახალხო ფრონტის", საზოგადოება "მემორიალისა" და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტები.
XS
SM
MD
LG