Accessibility links

logo-print

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სერჟ


სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სერჟ სარქისიანმა და ილჰამ ალიევმა მოილაპარაკეს,

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სერჟ სარქისიანმა და ილჰამ ალიევმა მოილაპარაკეს,
განაგრძონ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზათა ძიება. ორი ლიდერის შეხვედრა დღეს, რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შუამავლობით და მისსავე რეზიდენციაში გაიმართა. [მედვედევის ხმა]: "სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, განაგრძონ მუშაობა - მათ შორის უმაღლეს დონეზე შემდგომი კონტაქტების მსვლელობაში - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით და დაავალეს თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, გაააქტიურონ სამომავალო ნაბიჯები მოლაპარაკების პროცესში - ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ურთიერთმოქმედების საფუძველზე." მოსკოვის მახლობლად ჩატარებული მოლაპარაკების შედეგად ხელმოწერილ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სომხეთი და აზერბაიჯანი გამოთქვამენ მზადყოფნას, კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით იხელმძღვანელონ.
XS
SM
MD
LG