Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ვარაუდით, ევროპის ეკონომიკაში გაისად


ევროკომისიის ვარაუდით, ევროპის ეკონომიკაში გაისად ზრდას არ უნდა ველოდეთ.

ევროკომისიის ვარაუდით, ევროპის ეკონომიკაში გაისად ზრდას არ უნდა ველოდეთ.
ექსპერტთა შეფასებით, გლობალური საფინანსო კრიზისის გამო ევროპის კავშირის ეკონომიკის ზრდა 0,2 პროცენტს არ გადააჭარბებს. კიდევ უფრო მცირე იქნება ზრდის მაჩვენებელი ერთიანი ვალუტის - ევროზონის ქვეყნებში - 0,1 პროცენტი. ამასთან, გერმანიაში და საფრანგეთში ზრდა საერთოდ არ იქნება, ხოლო დიდ ბრიტანეთში სულაც რეცესიას ელიან. მოსალოდნელია უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდაც. აი, რა თქვა ყოველივე ამასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ეკონომიკისა და საფინანსო საკითხებში ხოაკინ ალმუნიამ: [ალმუნიას ხმა]: "ჩვენი პროგნოზით, რეცესია რეალურ რისკს წარმოადგენს ზოგი ქვეყნისთვის, ევროზონისთვის და ევროპის კავშირისთვის. და რეცესიის ეს აშკარა რისკი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ჩვენმა სისტემამ უნდა იმოქმედოს." პროგნოზების თანახმად, 2010 წელს ევროპის ეკონომიკაში უმნიშვნელო ზრდაა მოსალოდნელი - ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით ერთი პროცენტი იქნება.
XS
SM
MD
LG